Saturday, March 22, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრეინინგი   მთლიანი მოდული დღეს დასრულდა. კურსი ძალიან  შრომატევადი იყო.  დღევანდელი დღის ტრეინინგი  დაეთმო მთელი მეცადინეობის შეჯამებას.მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია და ერთმანეთს მივეცით  სასარგებლო რჩევები.ავტვირტეთ ჩვენი პორტფოლიოები ჩვენს ბლოგზე.მიღებულ  პრაქტიკას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.მადლობას ვუხდი ზოგადაგ პროექტს და ტრენერს შორენა ბადურაშვილს გაწეული მუშაობისათვის.

Friday, March 21, 2014

Sunday, March 16, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის მეცადინეობა დაეთმო მერვე მოდულს,ფასილიტაციას.შევიწავლეთ გვერდის დამატება,ვიდეოს,ფოტოსა და საათის დამატება.მუშაობა საკმაოდ  ნაყოფიერი იყო.ყოველი ახალი მიდგომა ძალიან დამეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

Saturday, March 15, 2014

პროექტის გეგმა

მეშვიდე დღის რეფლექსია.

მეშვიდე დღის რეფლექსია დაეთმო დიფერენცირებული  სწავლების პრინციპებს. შევქმენით მოსწავლის საჭიროების შაბლონი,ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე. საინტერესო იყო ყველა ეტაპი მუშაობისა.ვფიქრობ,რომ დროთა განმავლობაში  მოვახერხებ და შევძლებ  მიღებული ცოდნის საფუძვლიანად გამოყენებას და დანერგვას სასწავლო პროცესში,მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

Saturday, March 8, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

მინდა ავღნიშნო, რომ ტრეინინგის ყოველი დღე ძალინ საინტერესოა.დღეს გავეცანი მესამე და მეოთხე მოდულის გეგმას.
 შევისწავლე  საავტორო უფლებების დაცვა, ინტერნეტში მუშაობა,კომენტარების გაკეთება ბლოგზე,ვორდზე და გუგლ დოკუმენტებში.დღე ძალიან შრომატევადი  და სასარგებლო იყო მომავალი პროფესიული საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.

Sunday, March 2, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

ყოველი დღის მეცადინეობა ძალიან საინტერესოა.დღეს შევისწავლეთ სასწავლო შეფასების გეგმა,სასწავლო პორტფოლიოს პრეზენტაციის შესახებ.გავიხსენეთ პოვერ პოინტში მუშაობა.მეცადინეობა საკმაოდ  შრომატევადი და ნაყოფიერი იყო.




პორტფოლიოს პრეზენტაცია